მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ძირითადი რისკები რჩება ფინანსური სექტორისთვის? - პაპუნა ლეჟავა

61542377d4163
ინგა მურუსიძე
29.09.21 12:32
685
ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ფინანსური სექტორისთვის ორ მთავარ გამოწვევად პანდემია და დოლარიზაცია შეიძლება ჩაითვალოს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ძირითადი რისკები რჩება ფინანსური სექტორისთვის დღეს.

„ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-19-ის ეფექტი სრულად არ არის ამოწურული. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა დაწყებულია, კოვიდ-19 რჩება ერთ-ერთ მთავარ რისკად. მისი დასრულების ტემპებთან დაკავშირებით ვადების განსაზღვრა კვლავ რთულია, შესაბამისად, კოვიდ-ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ამან შეიძლება დამატებითი წნეხი მოახდინოს როგორც ჯამურად, ეკონომიკაზე, ისე მთლიანად ფინანსურ სექტორზე.

ამასთან, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, დღესაც დოლარიზაციის რისკი ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საბანკო სექტორისთვის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. სებ-ის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კონტრციკლური ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა. ამასთანავე, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემისთვის 2020 წელს შემსუბუქებული ბუფერების აღდგენის პროცესი, რაც დაწყებულია თავისთავად ასრულებს კონტრციკლური ბუფერის როლს, შესაბამისად უშუალოდ ამ ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები