საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი სიძველისაა, როცა 0-3 წლამდე სიძველის მხოლოდ 2%-ია. - ეს ბოლო განახლებული სტატისტიკაა რაც ოფიციალურად ავტოპარკის ასაკთან დაკავშირებით ვიცით.
ქვეყანაში ავტოპარკი რომ ძველია ეს სიახლე არ არის, პრობლემური რომ არის ეს ვითარება ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია და მათ შორის ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლის ჩათვლით გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა შედის ძალაში.კიდევ ერთი წლის შემდეგ 2025 წლის პირველი იანვრიდან კი, ავტობუსებისა და სხვა, 10 წელზე ადრე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალებების.
რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და სიახლეს ავტოპარკის ასაკთან მიმართებით დათვლილი ნაკლებად არის, თუმცა რიცხვები აჩვენებს, რომ მაგალითად ამ წლის 9 თვეში პირველად რეგისტრაციაზე 11 წლის და უფრო ველი ავტომობილების წილი 25% შეადგინა და 6-10 წლოვანების ავტომობილების რეგისტრაცია ყველაზე მაღალი იყო - 46%-ის ოდენობით, ხოლო 0-5 წლოვანების კი 29%. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი, საანგარიშო პერიოდში, პირველადი რეგისტრაციის შედეგად საშუალო ხანდაზმულობა 8.3 წელია, რაც 2022 წელთან შედარებით 0.9 წლითაა გაახალგაზრდავებული, თუმცა 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 0.8 წლითაა გაუარესებული.
ამავე დროს საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ამავე პერიოდში ანუ 9 თვეში რეექსპორტზე გასული ავტომობილების უმეტესობა 4-7 წლისაა. საერთო სურათთან მიმართებით არსებული კითხვის ნიშნების გარდა ბიზნესი გაურკვევლობაშია რამდენიმე თემაზე, მათ შორის უცნობია. ავტოიმპორტიორები ორი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან, ვინაიდან გასარკვევია ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით და აგრეთვე ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის ავტომობილი გზაშია, უნდა ჩამოვიდეს დეკემბერში, მაგრამ ის იგვიანებს და ჩამოსვლა უწევს 2024 წლის პირველი იანვრის შემდგომ.
სტუმარი: ელგუჯა ჯამაგიძე - „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი;