მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეფექტი ექნება ჩინური სატვირთოების მიერ ევროპაში ტვირთის საქართველოს გავლით გადაზიდვას?

ისტორიაში პირველად, ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაზიდვა დაიწყო. ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, სრულდება პირველი საცდელი ავტოგადაზიდვა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით.

ყაზახეთ-ჩინეთის საავტომობილო ტრანსპორტის კომისიის სხდომის ფარგლებში, პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს ავიდა ბორანზე ქალაქ აქტაუს კურიკის პორტში. სატვირთო ავტომობილები გააგრძელებენ მოძრაობას ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე.

ყაზახეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დღეს ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება საზღვაო გზით 52 დღეში, ტვირთის უფრო მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით – 22 დღემდე, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია შეამციროს ეს დრო 12 დღემდე ტვირთის „კარდაკარ“ მიწოდებით შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე.

გარდა ამისამ ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, ყაზახეთის და ჩინეთის სატრანსპორტო დეპარტამენტებმა განიხილეს ნებართვების ფორმების დამატებითი გაცვლის საკითხები 2024 და 2025 წლებში. ნებართვის ფორმების რაოდენობა 2024 წლისთვის იყო 120 000 ერთეული. მომავალ წელს იგეგმება ამ პროცესის დიგიტალიზაცია და ელექტრონულ სანებართვო ფორმებზე გადასვლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სანებართვო ფორმები გაიცემა შეუზღუდავი რაოდენობით.

რა ეფექტი ექნება ჩინური სატვირთოების მიერ ევროპაში ტვირთის საქართველოს გავლით გადაზიდვას?

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები