სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯანმოს მიერ შემოღებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. უფრო მეტიც, ორგანიზაციის პოზიცია არ არის დაფუძნებული ბოლოდროინდელ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რადგან არათუ არ ითვალისწინებს, არამედ არ აღიარებს ნიკოტინის მიწოდების თანამედროვე მოწყობილობებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გადავიდეს შემცირებული ზიანის მქონე თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე.
BMG-იმ პუბლიკაციის ავტორებს რობერტ ბიგლიჰოლსაა და რუთ ბონიტას მიმართა კითხვებით თუ რა არის ამ სფეროს რეგულირების თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკა და რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის. ახალზელანდიელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტებზე სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პარალელურად, ტრადიციულ სიგარეტის ნაწარმზე გადასახადების გაზრდა.
- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა პოლიტიკა უნდა გაატარონ ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, რათა შეამცირონ მოწევასთან დაკავშირებული რისკები?
- “ყველაზე სწორი მიდგომაა, შემცირდეს მწეველთა რიცხვი საგადასახადო მატების და საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით. ასევე არაწვადი პროდუქტებისა და ნიკოტინის შემცირებული ზიანით მიღბის გზის შესაძლებლობის აღიარებით , ისეთით როგორიცაა მაგალითად ელექტროსიგარეტი, რადგანაც ადამიანები თამბაქოს ნიკოტინისთვის ეწევიან, თუმცა კვდებიან იმ ტოქსინების ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება წვის დროს.”
- გთხოვთ, გაგვიზიაროთ თანამედროვე რეგულირების პრაქტიკის მაგალითი, რომელმაც მიაღწია პროგრესს თამბაქოს ზიანის შემცირების კუთხით?
- “ახალ ზელანდიაში ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც აქვს ორი მიზანი - დაიცვას ახალგაზრდები ვეიფინგისგან და უბიძგოს ზრდასრულ მწეველებს გამოიყენონ ნაკლები ზიანის მქონე პროდუქტები.”
- საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი არის მწეველი, ხოლო ქვეყანაში მოქმედებს ერთ-ერთი მკაცრი რეგულირების ნორმა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “შემდეგი თაობის თამბაქოს კონტროლის კანონს” უწოდებს. განვლილი წლების განმავლობაში ამოქმედდა არაერთი განსხვავებული რეგულაცია, მათ შორის აიკრძალა რეკლამირება, გაიზარდა გადასახადები, 2023 წლიდან კი სადა შეფუთვის ნორმები ამოქმედება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებს შეუძლია საქართველოში შეამციროს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების პრევალენტობა?
- “მე მხარს დავუჭერდი არაწვად პროდუქტებზე სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას თუკი სხვა ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე შესრულებული, რის შესრულების რეკომენდაციასაც WHO გასცემს. ახალ ზელანდიაში ჩვენ გვაქვს ელექტროსიგარეტის რეგულირებული ბაზარი და ეს რეგულაციები მუშაობს, რადგანაც როგორც ზრდასრულ, ასევე ახალგაზრდა მოსახლეობაში მწეველთა რიცხვი იკლებს. რაც თავის მხრივ ასოცირდება ელექტროსიგარეტის მოხმარების ზრდასთან,”- აღნიშნავს რობერტ ბიგლიჰოლი.
ბიგლჰოლი ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორია და ის The Lancet-ის არაგადამდები დაავადებების სამოქმედო ჯგუფს ხელმძღვანელობს. 2004-2007 წლებში კი WHO-ს ქრონიკული დაავადებების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.




























