მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება პორციული საზამთრო?

64677a7809e79
ლიკა გურაბანიძე
20.05.23 00:05
2845
“GDB აგრო”-ში 2023 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე 70-დან 80 ტონამდე უკურკო, პორციული საზამთროს მოსავალს ელოდებიან. კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზრისთვის მსგავსი პროდუქტი უცხოა, თუმცა ევროპაში ის საკმაოდ წარმატებულია და ქვეყანაში მისი პოპულარიზაციისთვის კომპანია აქტიურად მუშაობს.

“ჩვენს მიერ მოყვანილი საზამთრო უკურკო და სტანდარტულთან შედარებით უფრო მსუბუქი, დაახლოებით საშუალოდ 2-დან 4 კგ-მდეა. ივნისის ბოლოდან პორციული საზამთროს შეძენა ქართველ მომხმარებლებს სუპერმარკეტების ქსელებში თბილისში შეეძლებათ.” - აღნიშნა ჭყონიამ.

ივა ჭყონიას განმარტებით, საზამთროს გასაყიდი ღირებულება ბაზარზე 2.50 ლარიდან 3 ლარამდე იქნება.

“ჩვენს მიერ მოყვანილი საზამთრო გაცილებით ძვირია, ვიდრე ბაზარზე არსებული ტრადიციული ფორმით მოყვანილი საზამთრო. თუმცა, განსხვავებული ხარისხის და მოვლის კულტურიდან გამომდინარე ძვირი ჯდება და მისი ფასიც მაღალია,” - განმარტა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები