მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის ლარის კურსს?

პროცესები, რომელიც საქართველოში ვითარდება, მყისიერად აისახება ეროვნულ ვალუტაზე. ცვალებადი იყო, ძირითადად გაუფასურების მიმართულებით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.87 ლარს შეადგენდა, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.81-ის კურსს 6.5 თეთრით აღემატებოდა.

2024 წლის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულება 2.86 ლარი იყო, რაც 14 ივნისს, პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ დაფიქსირდა. ამჟამინდელი გაუფასურება კი ქართული ოცნების მიერ ერთპარტიულად არჩეული მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადადებით არის განპირობებული.

2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად კი ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 6.84 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.84 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.99 ლარი გახდა.

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები