მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელოდება ქვეყნის ეკონომიკას „რუსული კანონის“ პირობებში? - მოსაზრება

რომან გოცირიძე

"თუ ხელისუფლება არ შეიცვალა შედეგი კატასტროფული იქნება" - ასე აფასებს პოლიტიკური ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „რუსული კანონის“ პირობებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას განაცხადა, კურსის ცვლილების გარეშე აშშ-ს და ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ მომავალი დახმარებები შეჩერდება.

"ასეთი პროცესები ერთ-ორ თვეში და არც ნახევარ წელიწადში არ ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას მაგრამ შედეგი, თუ ეს პროცესი ასე წარიმართა, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა შედეგი კატასტროფული იქნება. უკვე არის პირველი ნიშნები, რომ საქართველოს ყველა სახის დახმარება შეწყდება. "ყოვლისმომცველი გადახედვა საქართველოს ურთიერთობის" - უკვე ასეთი ფორმულირებაა აშშ-ს მთავრობის და ევროკავშირის მხრიდანაც.

სამხედრო სფეროს თუ ვინმე შეეხებოდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ წვრთნები უკვე გადაიხედა. ეს პროცესები დაიწყება და მათ შორის გავრცელდება მსოფლიო ბანკზე, სავალუტო ფონდზე, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკზე. მიმდინარე სესხებს არავინ არ გააჩერებს, მაგრამ მომავალი დახმარებები, მხარდაჭერები მათ შორის კერძო სექტორის მიმართ, შეჩერდება.

პირველ რიგში ხალხი წავა ქვეყნიდან, ქვეყანა დაიცლება. ბუნებრივია ეს დაეტყობა ლარს, ფასებს, სამუშაო ადგილებს და იზოლაციაში მოვექცევით - ეკონომიკის გარდა არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, ანუ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა გაწირა საქართველო მისი პირადი ძალაუფლების გამო, რაც გამოიხატება იმ სიკეთეში, რასაც ძალაუფლებით ღებულობს: უფასო მიწები, ააშენე რაც გინდა, კონკურენტი არ შემოვა, ვინმემ ინვესტიცია რომ შემოიტანოს ივანიშვილს უნდა კითხოს ხომ არ ეწყინება, ხელს ხომ არ შეგიშლი. ფაშასავით ზის ეს კაცი და ფინანსური ინტერესის გარდა მეორე არის მისი დაუსჯელობა - სანამ ხელისუფლებაში ხარ ხელშეუხებელი ხარ. ამის გამო გაწირეს ქვეყანა და მიაქანებენ რუსეთისკენ", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები