მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის პროექტი, რომლის მიღებას ინდუსტრია მეოთხე წელია ელოდება?

62c00a572fb8d
მარიამ იზორია
02.07.22 14:00
2017
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამი წელია ელოდება. ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

სადაზღვევო კომპანია “არდის” გენერალური დირექტორი“ ფიქრობს, რომ ცვლილებების ამოქმედებას კიდევ 1-2 წელი მაინც დასჭირდება. 

"კანონპროექტი პარლამენტში განხილვაზე რამდენჯერმე იყო. ახლაც პარლამენტშია, თუმცა განხილვა შეჩერებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ამის იმპლემეტაცია გვევალება ეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება. რა დროზეა საუბარი არ ვიცით, თუმცა ეს არ არის 5-10 წლიანი პერსპექტივა, ეს უახლოეს 1-2 წელიწადში ვფიქრობ აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან გადავადება, არც ინდუსტრიისთვის, არც ეკონომიკისთვის, არც სოციალური ფონისთვის კარგი არ იქნება”,-აცხადებს ჯაფარიძე.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;
ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ
აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;
გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა)
რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;
დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500
კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;
ე) მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი
მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები