მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ₾95 მილიონიანი ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია?

64a1310160e49
BM.GE
02.07.23 12:11
1164
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ორ მონაკვეთადაა დაყოფილი და აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია, საიდანაც ხელშეკრულებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ანაზღაურებულია მხოლოდ 45 056 866 ლარი.

„ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში განაახლა ახალმა კონტრაქტორმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საერთაშორისო შესყიდვების წესით ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული და დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული კომპანიები ახორციელებენ.

მაღალმთიანი რეგიონისათვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობები ზღუდავს სამუშაოების შესაბამისი ტემპით განხორციელებას. ამჟამად, სამუშაოები გრძელდება და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ჯამში, 42 კმ გზას უტარდება. სამუშაოები ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად, მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ამ ეტაპზე, პირველ მონაკვეთზე შესრულებულია სამუშაოების 40%, ხოლო მეორე მონაკვეთზე - 70%.

გზის ერთი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024 წელს დასრულდება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 17 უბანზე განვითარებულია მეწყერი.

„ინტენსიურად მიმდინარეობს ამ უბნების შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავება. 8 მეწყრული უბნისთვის უკვე გამოცხადებულია მშენებლობის ტენდერი.

პროექტის დასრულებმდე, არსებულ გზაზე, ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, პერიოდულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აცხადებენ დეპარტამენტში.ვ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები