მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ფასანაურის შემოვლითი გზის მშენებლობა - კობახიძის პასუხი

ფასანაური რუკა

,,უპირატესობა მიენიჭა გვირაბის მშენებლობას და ამ დასკვნის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს პროექტირება" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ფასანაურის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ დასმულ კითხვას.

"თავის დროზე ჩატარდა ე.წ ფიზიბილითი [მიზანშეწონილობის კვლევა], რომელიც ჩატარდა ესპანური კომპანიის მიერ. უპირატესობა მიენიჭა გვირაბის მშენებლობას და ამ დასკვნის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს პროექტირება. ეს პროექტირება მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და ჩართულობით. დანარჩენი ყველაფერი არის მიმდინარე საკითხები. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სათანადო ხარისხით შესრულდეს ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები" - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 17 აგვისტოს პროტესტი მოჰყვა დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის - ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვას, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ორი გვირაბი და მათი დამაკავშირებელი ხიდი, დაახლოებით კილომეტრნახევარი იქნება. სპეციალისტების ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ მთათა სისტემაში ეროზიული პროცესები დაწყებულია და ნებისმიერი გარე ზემოქმედება, შესაძლოა, რეგიონისთვის ეკოლოგიური კატასტროფით დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები