მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა სავაჭრო ხელშეკრულებაზე აშშ-ტაივანის მოლაპარაკებები?

რუსეთი
BM. GE
26.11.25 21:33
2137

აშშ-სა და ტაივანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაში შედის. მოლაპარაკებების მიზანი მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაა.

კონკრეტულად, ამერიკული მხარე მზადაა, ტაივანურ პროდუქციაზე არსებული ტარიფები შეამციროს. ამჟამად ტაივანურ საქონელზე 20%-იანი ტარიფი მოქმედებს. სანაცვლოდ, ტაივანური მხარე აშშ-ში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს. კერძოდ, საუბარია ტაივანური კომპანიების, მათ შორის TSMC-ის მიერ ოპერაციების გაფართოებასა და შტატებში საწარმოების გახსნაზე.

მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს ასევე ტაივანის მხრიდან ამერიკელი ტექნიკოსების პროფესიული გადამზადების პირობა. არსებული პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი სპეციალისტები ნახევარგამტარ მასალებთან მუშაობას შეისწავლიან, რაც მიკროჩიპების წარმოებისათვის არის აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები