მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპზეა "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" განვითარების პროექტი?

კახა შენგელია

“კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის, კახა შენგელიას განცხადებით, შავი ზღვის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი დროებით დაპაუზებულია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ბაზაზე აეროპორტის გზაზე ახალი კამპუსის გახსნა იგეგმება, სადაც სწავლება სამედიცინო მიმართულებებზე გახდება შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ისეთი პროფესიების შესწავლა, როგორიცაა ფსიქოლოგია, არქიტექტურა და პიარი.

ინჟინრებისგან ველოდებით რეკომენდაციებს, თუ რა გზით წავიდეთ. ჯერჯერობით, მოკვლევის პროცესია, რის შემდეგაც გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, - ამბობს კახა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” $10 მლნ-ად გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კახა შენგელიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები