ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისში ავარიული სკოლების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამასთან, არაერთი სკოლის რეაბილიტაციაც განისაზღვრა. ამავე სკოლების მოსწავლეების მშობლები წლების განმავლობაში გაჭიანურებული მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ჩიოდნენ და მოითხოვდნენ სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულებას. ამავდროულად, ცოტა ხნის წინ, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საზოგადოებას განუცხადა, რომ სისტემაში არსებული სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად უხარვეზოდ მიმდინარეობს.