მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ევალებათ მესამე კატეგორიის საწარმოებს 1 ოქტომბრამდე?

5f58949f6f002
ლიკა გურაბანიძე
09.09.20 18:40
1976
რომელი ბიზნესები ითვლება მესამე კატეგორიის საწარმოებად და რა ევალებათ მათ 1 ოქტომბრამდე? - ამ კითხვებს პასუხი “თიფი სოლუშენი”-ს მენეჯერ-პარტნიორმა სალომე ოდიშარიამ “საქმიან დილაში” გასცა.

მესამე კატეგორიის საწარმოებმა ამ წლის პირველ ოქტომბრამდე, ფინანსური ანგარიშგება უნდა წარადგინონ. პირველად თავისი ფინანსური ანგარიშგება შარშან წარადგინეს, რაც სავალდებულო იყო. მათ 2019 წლის 1 ოქტომბრისთვის 2017 და 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების უწყისები წარადგინეს, გადავადება მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის მოხდა და მათთვის წელსაც ნებაყოფლობითია, თუმცა 2021 წლისთვის სავალდებულო გახდება.

საწარმოების 4 ძირითადი ზომითი კატეგორიაა და ასევე ცალკე საზოგადოებრივი დაინტერესების პირები გამოიყო, რომელშიც კომერციული ბანკები და მზღვეველები მოიაზრებიან.

მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოების კრიტერიუმი შემდეგნაირად განისაზღვრა: აქტივები არ უნდა აღემატებოდეს 10 მლნ-ს, შემოსავლები 20-მლნს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 250 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ამ სამი კატეგორიიდან საწარმო მინიმუმ ორს თუ აკმაყოფილებს, მესამე ზომით კატეგორიაში ხვდება.

ჩვენ თითოეული საწარმოსთვის ზომითი კატეგორიის განსაზღვრას 2016 წლის მონაცემების მიხედვით ვიწყებთ. თუ კომპანია 2016 წელზე ადრეულ პერიოდშია დარეგისტრირებული, ამ შემთხვევაში პირველი ზომითი კატეგორიის განსაზღვრას მისი დაფუძნების წლიდან ვიწყებთ.


რა შემთხვევაში იცვლება ზომითი კატეგორია?


თუ მაგალითად, ერთ წელს კომპანიამ თავისი ფინანსური ანგარიშგება წარადგინა, როგორც მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო და შემდეგ წელს მან კანონით განსაზღვრული ზომითი კატეგორიის ცვლილების მოთხოვნები დააკმაყოფილა, მას კანონის შესაბამისად გარკვეული მოთხოვნებიც ავტომატურად ეცვლება.


ასევე, პირველ და მეორე ზომით კატეგორიებს აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარგენის ვალდებულება აქვს", - აღნიშნა სალომე ოდიშარიამ.


შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივნისში მიღებულ იქნა კანონი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდუტის შესახებ, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ სუბიექტების დაყოფა წარმოადგენდა. ამავე კანონით თითოეული ზომითი კატეგორიისთვის გარკვეული მოთხოვნები განისაზღვრა, რომელსაც სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები