ურეკში ახალი ბულვარისა და ცენტრალური ქუჩების მოწყობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 3.1 მლნ ლარი დაიხარჯა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ გასულ წელს დაწყებული ბულვარის მოწყობისა და მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დასრულდა. რა სამუშაოები შესრულდა ურეკში და რა მთავარი გამოწვევები რჩება კურორტზე?