მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად იბარებენ წისქვილები ქართულ ხორბალს?

ხორბალი კახეთი

წელს ალოობის პერიოდი სრულდება და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიმდინარე წლის ხორბლის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს დადებითად აფასებენ. BM.GE-სთან საუბრისას გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ წელს მარცვლეულის მოსავლის როგორც ხარისხი, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობაც გაზრდილია.

„წელს საკმაოდ ნორმალური მოსავალი იყო და მოსავლის აღების პირველ ეტაპს თუ არ გავითვალისწინებთ, როდესაც წვიმები იყო, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გასულ წელთან შედარებით უკეთესია“, - აღნიშნა მან.

ლევან სილაგავას ინფორმაციით, ხარისხთან ერთად წელს წისქვილკომბინატები ადგილობრივ ხორბალს უფრო მაღალ ფასად იბარებენ, ვიდრე გასულ წელს.

„წელს ხორბლის ჩაბარება კარგად მიმდინარეობდა და თუ წისქვილები გასულ წელს 1 კგ ხორბალში 50-55 თეთრს იხდიდნენ, წელს ჩასაბარებელი ფასი 60-65 თეთრია. ამ დროისთვის წისქვილკომბინატებს შედარებით ნაკლები რაოდენობის ხორბალი აქვთ ჩაბარებული, რადგან ფერმერები ფასის ზრდას ელოდებიან და მოსავალს ჯერჯერობით ინახავენ“, - აღნიშნა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 1 კგ-ზე 74-75 თეთრია, რაც იმით არის განპირობებული, რომ ამ ფასში დღგ-ც გათვალისწინებულია. გაერთიანების ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ წელს ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბში ფერმერების მხრიდან სერიოზული პრეტენზიები ჩაბარების კუთხით ფაქტობრივად არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები