მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასად ივაჭრება ნავთობი?

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის განახლების, ასევე საუდის არაბეთსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰუსიტებს" შორის სამხედრო მოქმედებების წამოწყების ფონზე მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. განვლილი კვირის განმავლობაში ბრენტისა და WTI-ს ღირებულებამ ბარელზე, საშუალოდ 11%-ით მოიმატა. რუსული ურალსი კი 26%-ით გაძვირდა.

24 ივლისის, ანუ იმ პერიოდის მონაცემებით, ვიდრე ბირჟა დაიხურებოდა, 1 ბარელი ბრენტის ფასი $98.38 იყო, ამერიკული ნავთობის, იგივე WTI-ს კი - $90.47. აღსანიშნი ფაქტია, რომ კვირის განმავლობაში ბრენტის ფასმა $100-დოლარიან ნიშნულს რამდენჯერმე გადააჭარბა, თუმცა მოლაპარაკებების შესაძლო განახლების ფონზე, ვითარება მცირედით დასტაბილურდა.

რაც შეეხება რუსულ ურალსს, ბოლო მონაცემები ენერგეტიკულ ბირჟაზე 23 ივლისით თარიღდება და მაშინ ერთი ბარელის ღირებულება $84.26 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები