ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 3.50-3.75%-ის დიაპაზონში შენარჩუნდება.
უწყების ახალი ხელმძღვანელის, კევინ უორშის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება და ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური ზეწოლა, FED-ს ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აიძულებს.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის მონაწილეების 99% დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა, ამიტომ უორშის პირველი განცხადება ინვესტორებისათვის გასაკვირი არ ყოფილა.




























