მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით?

OPEC

აშშ-ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო იერიშის ფონზე, რამაც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გადაზიდვების შეფერხება გამოიწვია, OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების მცირედით გაზრდაზე შეთანხმდნენ.

კვირას გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ალიანსის რვა წამყვანმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა და რუსეთმა, გადაწყვიტა, რომ აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვება საშუალოდ 206,000 ბარელით გაიზრდება.

ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ბაზრის სტაბილიზაციას და ჰორმუზის სრუტის შეფერხებით პოტენციური სანავთობო დეფიციტის თავიდან არიდებას.

ანალიტიკოსების შეფასებით, მოპოვების ეს მატება სიმბოლური უფროა, ვიდრე რეალური შედეგის მომტანი, რადგან რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები ნავთობის მიწოდების ჯაჭვს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ჰორმუზის სრუტის კომპენსირება 206,000-ბარელიანი ზრდით შეუძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები