ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალურმა მდივანმა, ჰაითამ ალ-ღაისმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გაჟღერებული პროგნოზი, რომელიც ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების მოსალოდნელ ფორმირებას ეხება, მკაცრად გააკრიტიკა.
სააგენტომ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება მომავალ წელს ნედლეულის მიწოდების მკვეთრ ზრდასა და ბაზარზე მის ჭარბ მიწოდებას გამოიწვევს.
IEA-ს შეფასებით, 2027 წლისთვის გლობალური მიწოდება დღეში 8 მილიონი ბარელით გაიზრდება, მაშინ როდესაც მოთხოვნის ნამატი დღეში მხოლოდ 2 მილიონ ბარელს შეადგენს. ჰაითამ ალ-ღაისმა აღნიშნულ პროგნოზს რეალურ ციფრებსა და ფაქტებს მოკლებული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ხმამაღალი სათაურები ბაზარზე მხოლოდ ფასების მერყეობას ზრდის.
ჰაითამ ალ-ღაისის განცხადებით, ბოლო ოთხმა თვემ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰორმუზის სრუტეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის მწარმოებლებისთვის, არამედ გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის.




























