ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა გაერთიანებამ (OPEC+) ნავთობის მიწოდების უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მინისტრების შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება მეტად აღარ უნდა გაეზარდოს, რაც ინვესტორებისათვის მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ორგანიზაცია ბოლო ინტერვენციას განახორციელებს და მიწოდებს დღიურად 137,000 ბარელით გაზრდის, თუმცა იანვრიდან აპრილამდე მიწოდება აღარ შეიცვლება.
OPEC-ის ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებია, რაც ბაზარზე რყევების რისკს ზრდის და ორგანიზაციას აიძულებს, მეტად კონსერვატიული მიდგომა აირჩიოს.
ბაზრის რეაქციას რაც შეეხება, ბარელი Brent-ის ფასი ისევ $65-ის ფარგლებშია, ხოლო WTI საშუალოდ 61 დოლარად ივაჭრება, რაც 0.5%-იან კლებას წარმოადგენს.
























