მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გადის საქართველოდან ექსპორტზე? - TOP-10 პროდუქტი

63f33f6cbe4c0
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 13:45
2501
საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილზე მსუბუქმა ავტომობილებმა გადაინაცვლა, მეორე პოზიციას კი სპილენძის მადნები იკავებს. ათეულში შემავალი პროდუქტიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. კლება მხოლოდ თხილის ექსპორტში ფიქსირდება. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - $104.3 მილიონი, მატება წინა წელთან 186%
2. სპილენძის მადნები - $68.1 მილიონი, მატება წინა წელთან 3%
3. ფეროშენადნობები - $50.8 მილიონი, მატება წინა წელთან 62%
4. აზოტოვანი სასუქები - $20.8 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
5. ავტომობილები განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად - $17.8 მილიონი, მატება წინა წელთან 5,400%
6. ღვინოები - $15.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
7. სპირტიანი სასმელები - $12.7 მილიონი, მატება წინა წელთან 43%
8. ოქრო - $10 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
9. თამბაქოს ნაწარმი - $7.7 მილიონი, მატება წინა წელთან 155%
10. თხილი და სხვა კაკალი - $7.5 მილიონი, კლება წინა წელთან -1.8%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები