საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა.
საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების ძირითადი საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ადგენს. დეტალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის ძირითადად სასურსათო პროდუქტები პოზიციონირებენ, რომელთა შორისაც პირველ ადგილს ქლიავი იკავებს, რომელიც წლიურად 98%-ით არის გაძვირებული, მეორე ადგილზეა მსხალი 52%-ით, მესამეზე კი ოქროს ბეჭედი 49%-ის მატებით.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ყველაზე გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
| # | პროდუქტი | წლიური ცვლილება |
| 1 | ქლიავი | 98% |
| 2 | მსხალი | 52% |
| 3 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 49% |
| 4 | ატამი | 37% |
| 5 | კარტოფილი | 29% |
| 6 | ლიმონი | 26% |
| 7 | ნაყინი | 26% |
| 8 | საავადმყოფოს მომსახურება | 25% |
| 9 | შებოლილი თევზი | 25% |
| 10 | საზამთრო | 24% |
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა მწვანილი რაც წლიურად 38%-ით გაიაფდა. მეორეზეა ბადრიჯანი 27%-იანი გაიაფებით, მესამეზე კი კომბოსტო ფასის 22%-ის კლებით.
| # | პროდუქტი | წლიური ცვლილება |
| 1 | მწვანილი | -38% |
| 2 | ბადრიჯანი | -27% |
| 3 | კომბოსტო | -22% |
| 4 | ტელევიზორი | -21% |
| 5 | ნიორი | -18% |
| 6 | ხახვი | -15% |
| 7 | მაცივარი | -15% |
| 8 | კომპიუტერი | -14% |
| 9 | ქალის შარვალი | -13% |
| 10 | ინტერნეტის გადასახდელი | -13% |
























