მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაძვირდა/გაიაფდა დეკემბერში?

საქსტატი

დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1.9% იყო. საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებში ფასის კლება/მატებამ.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.6%-ით გაიზარდა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 5.9%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.7%-ით, კავშირგაბმულობის ჯგუფში კი ფასი შემცირდა 12.7%-ით. ასევე კლებაა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში, სადაც წლიურად ფასებმა 3.2%-ით იკლო.

დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია:

  • მწვანილი - 117%
  • ნიორი - 46%-ით
  • ბადრიჯანი - 45%-ით
  • მწვანე ლობიო - 43%-ით
  • კივი - 28%-ით
  • ქორწინების ოქროს ბეჭედი - 28%-ით
  • კომბოსტო - 25%-ით
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 23%-ით
  • ბრინჯი - 21%-ით
  • კიტრი - 21%-ით

ყველაძე გაიაფებული პროდუქტები დეკემბერში:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 40%-ით
  • ანტიბიოტიკები - 26%-ით
  • საზამთრო - 15%-ით
  • კარტოფილი - 14%-ით
  • ელექტროენერგიის გადასახადი - 14%-ით
  • სიმინდის ფქვილი - 14%-ით
  • ატამი - 12%-ით
  • შპალერი - 13%-ით
  • დიზელის საწვავი - 12%-ით
  • ბავშვის კოლგოტი - 12%-ით

ინფლაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს. სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები