კრიტიკული რუსულენოვანი გაზეთის, The Moscow Times-ის დამფუძნებელი, დერეკ საუერი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთში მიღებული ტრავმის გართულებაა. როგორც ცნობილია, საუერი ხმელთაშუა ზღვაზე ისვენებდა. ცურვისას მან მძიმე ტრავმა მიიღო და ერთი თვე საავადმყოფოშიც გაატარა. როგორც ირკვევა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
დერეკ საუერი რუსი მედიაბიზნესმენი და ანტრეპრენიორი იყო. მან პირველი დამოუკიდებელი გაზეთი, The Moscow Times-ის 1992 წელს შექმნა და მოგვიანებით რუსეთში ისეთი გავლენიანი გაზეთებიც შეიტანა, როგორებიც Cosmopolitan-ი და Esquire-ია. საუერმა მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული მედიის, Vedomosti-ს დაფუძნებაში.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის ფონზე ანტრეპრენიორი ამსტერდამში გადასახლდა და კრიტიკული მედიების, TV Rain-ისა და Meduza-ს ფუნქციონირების გაგრძელებას იქიდან უწყობდა ხელს.




























