მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოცდილება აქვს გიორგი მურვანიძეს, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

გიორგი მურვანიძე

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.

გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

კარიერა დაიწყო 2003 წელს საქართველოს შსს გაზეთ „სრულიად არასაიდუმლო“-ს იურიდიული განყოფილების უფროსად.

2004-2005 წლებში მუშაობდა ქ.ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელად. 2007 წლიდან სამსახურებრივ კარიერას განაგრძობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში გახლდათ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ბიუროს უფროსის მოადგილე, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები