მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოცდილებით მივიდა რკინიგზაში ლაშა აბაშიძე - ახალი ხელმძღვანელის ბიოგრაფია

ლაშა აბაშიძე

რკინიგზას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ყოფილი ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე.

ცვლილების შესახებ ცნობილი დღეს, 7 მაისს გახდა. მან პოსტზე დავით ფერაძე ჩაანაცვლა, რომელიც რკინიგზის დირექტორი 2017 წლის ბოლოდან იყო.

რაც შეეხება ახალი დირექტორის ბიოგრაფიას:

  • ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით სწავლობდა;
  • 2007-2010 წლებში იყო “საქართველოს რკინიგზაში” ოპერაციათა მართვის უფროსი და შესყიდვების სააგენტოს უფროსი;
  • 2010-2013 წლებში დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს-განვითარების უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა;
  • 2013-14 წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა;
  • 2016-2017 წლებში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.

რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დირექტორის პოსტზე ხელფასი 145 233 ლარია, ანუ თვიურად 12 102 ლარი.

უცნობია, რატომ დატოვა თანამდებობა დავით ფერაძემ. ოფიციალური ინფორმაციით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები