მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ხვდება ახალ მინისტრს ჯანდაცვის სექტორში?

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კვირის პირველ სამუშაო დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრის პოსტზე ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. ახალმა მინისტრმა თქვა, რომ მთავარი ინსტრუქცია, რაც მთავრობის მეთაურისგან მიიღო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამედიცინო საზოგადოების მეტი ჩართულობაა. მაქსიმალური გახსნილობა - როგორც სარჯველაძე ამბობს, ეს იქნება ჯანდაცვის უწყების მუშაობის მთავარი მახასიათებელი. ახალი მინისტრი ღიაობის პირობას დებს, თუმცა ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია მისი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია მისი წინამორბედის დროს დაწყებული რეფორმების გაგრძელება. მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე ის მხოლოდ იმას პასუხობს, რომ არსებული მდგომარეობის გასაცნობად გარკვეული დრო დასჭირდება და უახლოეს მომავალში შეძლებს ისაუბროს, როგორია ცალკეული პრობლემების გადაჭრის მისი სამოქმედო გეგმა.

კლინიკების დაფინანსების DRG მოდელთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში დადგენილი ტარიფები გარკვეული მიმართულებით ყველაზე კრიტიკულია დღეს სამედიცინო სექტორისთვის, ახალი მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია დარგთან და სამედიცინო საზოგადოებასთან კონსულტაცია, მათი მოსაზრებების მოსმენა და საუკეთესო მოდელის შერჩევა, რომელიც ქვეყანას და თითოეულ პაციენტს წაადგება.

რა გზავნილია ახალი მინისტრის განცხადებები სამედიცინო საზოგადოებისთვის, რა გამოწვევები ხვდება მიხეილ სარჯველაძეს დარგში და რა აწუხებს ყველაზე მეტად დღეს ჯანდაცვის სექტორს?

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები