მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია სტუმარმასპინძლობის სექტორში? - “ბინა 37”-ის პასუხი

ნატროშვილი

"იმ სხვადასხვა მიმართულების გენერალური გეგმა არ გვაქვს, რომლებშიც თავისთავად და დამოუკიდებლად თითქოს ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, თუმცა Follow up არ ხდება. ანუ, არ ხდება უკუკავშირის გაანალიზება და შემდგომი სტრატეგიების დასახვა, რაც ქვეყნის უკეთეს ბაზრებზე მოხვედრის სირთულეებში აისახება", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" “ბინა 37”-ის დამფუძნებელმა, ზურა ნატროშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მცირე ზომის ბაზარია და მთლიანი შიდა პროდუქტის დაბალი მაჩვენებელია, ამასთან, კადრების დეფიციტი, პროდუქციის ხარისხი სექტორისთვის გამოწვევაა.

"საკმაოდ რთული ბაზარია ჩვენი მცირე მოსახლეობიდან და დაბალი GDP-დან (მთლიანი შიდა პროდუქტი) გამომდინარე. მოგეხსენებათ, როდესაც მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მთლიანი შიდა პროდუქტიც საკმაოდ მაღალია, მაშინ უფრო მარტივია გაყიდვა. პროდუქციის ხარისხი და მუდმივობა, ამასთან, მოწოდების თვალსაზრისითაც პრობლემებია, ასევე კადრებიც , რადგან ქვეყანა ძალიან ბევრმა მოქალაქემ დატოვა და უკეთესი პირობებით საზღვარგარეთ სამსახური იპოვა. საზღვარგარეთ მათზეც გაიზარდა მოთხოვნა.

ობიექტურად, ქვეყნის გარეთ უფრო და უფრო მეტი ობიექტი იხსნება, რომლებსაც სჭირდებათ კადრები და ეს კადრებიც მიდიან საზღვარგარეთ", - აცხადებს ნატროშვილი.

დამფუძნებლის ცნობით, მართალია გლობალურ ბაზარზე არსებულ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ, თუმცა ლოკალურად, მეტი მონდომებაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები