მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებს პასუხობს „ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია“?

მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხი, მოძველებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტიანი მენეჯმენტი და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა - ეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალია. პრობლემები თვალსაჩინოა და ის „საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნულ სტრატეგიაშიც აისახა, რომელიც მთავრობამ აგვისტოში დაამტკიცა. ამავე სტრატეგიით, განისაზღვრა სამიზნე მაჩვენებლებიც მათ შორის, მაგალითად, სტრატეგიის მიხედვით, თუ 2022 წელს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები 26 მლნ ტონა იყო, ეს მაჩვენებელი 2024 წლისთვის მინიმუმ 9%-ით უნდა გაიზარდოს, 2030 წლისთვის კი, მინიმუმ 41%-ით. 

უნდა გაიზარდოს რკინიგზის როლიც გადაზიდვებში და თუ დღეისათვის სახმელეთო ტვირთნაკადში რკინიგზის წილი 48%-ია, 2024 წელს ეს მაჩვენებელი არანაკლებ 58% უნდა იყოს.

სტრატეგია იმ 5 მთავარ ამოცანაზეც ამახვილებს ყურადღებას რაც ე.წ „შუა დერეფნისა“ და ქვეყანაზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის საქართველომ უნდა გააკეთოს, რადგანაც არის შესაძლებლობა მოკლე ვადაშიც კი ტვირთის დამატებით მოზიდვა მოხდეს.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. რა არის პირველი რიგის გამოწვევები, რამდენად ასახავს მთავრობის 2023-30 წლების სტრატეგია რეალობას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამატებითი ტვირთის საქართველოს დერეფანში გადმომისამართების თუ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად?

სტუმარი: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები