მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებზე საუბრობენ საერთაშორისო ბანკების ხელმძღვანელები?

ბანკი

ნიუ-იორკში საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მსხვილი ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას მათ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.

PNC Financial-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვილიამ დემჩაკის განცხადებით, ბაზარზე არსებული მაღალი გაურკვევლობა აშშ-ის ფედერალური რეზერვის პოლიტიკით, ბანკების გაკოტრებითა და გეოპოლიტიკური რისკებითაა განპირობებული. გარდა ამისა, ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტზე და კონგრესში არსებულ განხეთქილებაზეც საუბრობს, რაც ინვესტორების განწყობას კიდევ უფრო მეტად აუარესებს.

მთელი კონფერენციის განმავლობაში ხშირად ისმოდა სიტყვა „გაკოტრება“, რაც SVB Bank-ისა და First Republic Bank-ის კოლაფსით იყო განპირობებული. ბანკირები აღნიშნავენ, რომ გადახდისუუნარობის პერიოდში კომპანიის გადარჩენა ინვესტორებს აღარ სურთ, ამიტომაც მცირე და საშუალო ზომის ბანკები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან საბაზრო რყევებთან მიმართებით, რითაც შემდგომ JPMorgan-ის მასშტაბების ბანკები სარგებლობენ და გაკოტრებულ კომპანიებს იაფად ყიდულობენ.

UBS-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბანკების შემოსავლები შემცირებულია და ასეთ დროს ინვესტორებს არც მსხვილი, არც საშუალო და არც მცირე ზომის ბანკების აქციების შეძენა არ სურთ, სწორედ ამიტომ ამ სექტორის წარმომადგენლებს საფონდო ბირჟაზე ამჟამად არასახარბიელო შედეგები აქვთ.

ნეგატიურ სენტიმენტებს იზიარებენ Comerica Bank-ისა და HSBC-ის ხელმძღვანელებიც, მათი შეფასებით, რისკები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით იზრდება და მათ შორის ერთ-ერთია კიბერუსაფრთხოება, რომელზეც ფოკუსი ნაკლებად კეთდება, თუმცა საფრთხე რეალური და თან სერიოზულია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები