შრომის პირობების დარღვევის გამო 24 მშენებლობიდან 11-ზე სამუშაოები შეჩერდა. თითოეული ობიექტისთვის ჯარიმის ოდენობა კი 30 000 ლარით განისაზღვრა. ასეთია მონიტორინგის 4 დღიანი შედეგები, რომლის პრეზენტაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გასული კვირის ბოლოს გამართა.
სტუმარი: ბექა ფერაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი


































