მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას "საქნახშირის" მფლობელი კომპანია - ალექსანდრე ჩოჩიას პასუხი

5e007226451be
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 09:45
1660
„საქნახშირის“ მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი 2019 წლის მთავარ გამოწვევად გაჩერებული კომპანიის გადაბარებას ასახელებს და დასძენს, რომ მათთვის გამოწვევაა ისიც, რომ საბადო ამუშავდეს.

ალექსანდრე ჩოჩიამ BM.GE-ის უთხრა, რომ 2020 წელს ძალიან ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, პირველ რიგში, კი ეს უცხოურ კომპანიებთან ხელშეკრულბების გაფორმება და შახტების უსაფრთხო ამოქმედებაზე ზრუნვაა.

"2019 წელს მთავარი გამოწვევა, ფაქტობრივად, გაჩერებული კომპანიის გადაბარება იყო, რომელიც უნდა ავამუშაოთ და საწარმოო სიმძლავრეზე გავიყვანოთ. ეს არის გამოწვევა. რაც შეეხება მიღწევებს -  მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბოსადგურის მშენებლობის საკითხზე, რასაც მალე დავასრულებთ, რომ მოხდეს კონტრაქტების გაფორმება და კიდევ ერთი - DMT-ისგან ველოდებით დასკვნას, რომ მათზე დაყრდნობით დავიწყოთ შახტების რეაბილიტაცია“, - ამბობს Steel International Trade Company-ის მენეჯერი.

კითხვაზე, რომელი კომპანია განახორციელებს ტყიბულის შახტების რეაბილიტაციას, ალექსანდრე ჩოჩია ამბობს, რომ ამ კუთხით მოლაპარაკებები ჩინურ და უკრაინულ კომპანიებთან მიმდინარეობს.

„შახტების რეაბილიტაციის მიმართულებით ორი ჯგუფი მოიაზრება - უკრაინული და ჩინური; რომელთან შევჯერდებით ჯერ არ ვიცით, არ გამოვრიცხავთ, რომ უკრაინული კომპანიაც იყოს ამ პროცესში ჩართული. პირველ რიგში, ველოდებით გერმანული კომპანია DMT-ის დასკვნას, რომლებიც შახტების მოკვლევას აგრძელებენ, სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით უნდა დავიწყოთ მუშაობა და ქვანახშირის მოპოვება“, - განაცხადა ალექსანდრე ჩოჩიამ.

კომპანიის მენეჯერი 2020 წლის პრიორიტეტულ საკითხად 150 მგვტ-იანი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობის დაწყებას ასახელებს.

„პირველ რიგში, უნდა გავაფორმოთ საბოლოო ხელშეკრულებები თბოსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - ამბობს ის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები