“ლარის და დოლარის დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებლის სხვაობა 9.5 პროცენტულ პუნქტზე ავიდა, რისი განმაპირობებელი ფაქტორებია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ლარიზაციის მოთხოვნები,” - ამის შესახებ "Galt & Taggart"-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმითვე, ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ხდება დეპოზიტების სარგებლის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე.
“დოლარში და ევროში საპროცენტო განაკვეთები საერთაშორისო ბაზრებზეც მინიმუმზეა და გავლენას ჩვენზე ესეც ახდენს. საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და საკრედიტო პირობები გამკაცრდეს. ამ ეტაპზე ლარში ინვესტირება მიმზიდველია, თუმცა ეს პირობები თუ შეიცვალა შესაძლოა სიტუაციაც შემოტრიალდეს.” - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.