მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს საქართველოში თხილის არასტაბილურ წარმოებას და დაბალ მოსავლიანობას - Galt & Taggart

ფაროსანა

საქართველოში თხილის წარმოება არასტაბილურია, მოსავლიანობა კი დაბალია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმოხილვაში ვკითხულობთ.

საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 45 ათასამდე ჰექტარია, ხოლო „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიხედვით, თხილი 70-72 ათას ჰექტრამდეა გაშენებული.

საქართველოს თხილის სექტორში არის ძალიან მაღალი ფრაგმენტაცია:

  • თხილის ბაღების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა
  • 65,000 მოსახლის მფლობელობაშია დაახლოებით 44,000 ჰექტარი, აქედან 31,000 მწარმოებელი საშუალოდ 0.2-0.5 ჰექტარს ფლობს.

Galt & Taggart-ში თხილის წარმოების არასტაბილურობას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათი ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად თხილის ჯიში- „ანაკლიური“ იწარმოება და ამასთან, წარმოება საკმაოდ მერყევია; „2018 წლამდე ვარდნა ფაროსანას უკავშირდება, ხოლო 2022-23 წლებში წარმოების ვარდნა ასახავს მომატებულ ნალექს და სხვა არახელსაყრელ გარემოებებს“, - განმარტავენ საინვესტიციო ბანკში.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში თხილის მოსავლიანობა დაბალია. კონკრეტულად კი 1 ჰა-ზე 0.62 ტონა თხილი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთს (1.03), აზერბაიჯანს (1.40) და მსოფლიო საშუალოს (1.13). მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი. Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ დაბალი მოსავლიანობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

  • 2022 წელს დაბალი მოსავალი უკავშირდება მომატებულ ნალექს მოსავლის მოკრეფის პერიოდში. აღნიშნულის შედეგად, თხილში იმატებს წყლის შემცველობა, რაც შემდგომში პროდუქტს აფუჭებს.
  • დაბალი მოსავლიანობის კიდევ ერთი მიზეზი ნერგების არასწორი მოვლა და სასუქის არ გამოყენებაა. სასუქებს უდიდესი გავლენა აქვს წარმოების მოცულობაზე და ხარისხზე, შეწამვლა კი ფაროსანის ეფექტის უარყოფით ზეგავლენას ამცირებს.
  • ასევე, აღსანიშნავია თხილის წარმოების ფრაგმენტაცია, რაც წარმოებისთვის განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები