მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განსაზღვრავს საწვავის ფასებს?

BM.GE
11.11.21 10:24
434
ბოლო დღეებია ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში პროეტს მიმართავს. მათ შორის მუქარის ობიექტად არჩეულია ერთი კონკრეტული კომპანია, რომლის მენეჯმენტმაც კეთილი ნების საფუძველზე ბრალდებებზე პასუხის გაცემა და კითხვებზე პასუხების პირისპირი ფორმატიც შესთავაზა ერთგვარი აქციის ორგანიზატორებს, რაზეც პასუხია უარყოფითია.

პროტესტის მონაწილეებს არ სურთ მიიღონ პასუხები და არგუმენტები კითხვაზე რატომ ღირს საწვავი ის რაც ღირს. არადა ბრალდებებების ავტორებისთვისაც არ უნდა იყოს უცხო ინფორმაცია, რომ ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ერთი წლის წინ ზუსტად იმის ნახევარი ღირდა რაც აცლა ღირს.

მეორე მხრივ, ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ნავთობზე, რაც აიხსნება მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკების გახსნით. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, ამას ძირითადში განაპირობებს „ოპეკი +“-ის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა კი არ იცვლება.

რატომ ღირს ბენზინი იმდენი რამდენიც ღირს და რა რესურსი არსებობს მისი შემციებისა?

სტუმარი: შავლეგ მიშველაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები