სამეცნიერო ლიტერატურა და სტატისტიკა გვთავაზობს, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები ხდებიან, მის ძლიერ ეკონომიკურ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ სისტემაში ინტეგრირების დამსახურებით ეკონომიკურად ძლიერდებიან და ადამიანთა კეთილდღეობა ამ ახალ წევრ ქვეყნებში მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საქართველოს და ევროკავშირის მოსახლეობის კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკურ მონაცემებს შორის დღეს დიდი სხვაობაა და ეს მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად გაუჩნდება. ამ მოსაზრებით, საინტერესოა, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ თუ სოციალურ სიკეთეებს უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისაგან? - ამ კითხვას სვამს და შესაბამისად სცემს პასუხს მასალაში, რომელიც სათაურით ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა - გამოაქვეყნა.
სტუმრები: თამარ სულუხია - ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი