მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განსხვავებაა სატრანსპორტო პოლიტიკის მოწყობის თვალსაზრისით "სისტრასა" და "რამბოლს" შორის?

5d8b1baa8374e
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 11:49
2355
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, განსხვავება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და დანიურ კომპანია „რამბოლის“ სამუშაოებს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე (ტრანსპორტის გენერალური გეგმა) იმუშავებს და ქალაქში მოძრავ ყველანაირ ტრანსპორტს მოიცავს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, „სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება და 11 თვის თავზე სრული დოკუმენტი მზად იქნება.“

ცნობისთვის, კახა კალაძემ დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის 15-წლიანი ურბანული მობილობის ანუ იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რაც ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს დეტალურად განსაზღვრავს.

"დოკუმენტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტისთვის სწორი მოძრაობა შემუშავდება", -  აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები