მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს წითელი ზღვის კრიზისს საქართველოზე?

იემენის უდიდეს ნაწილზე კონტროლის მქონე და ირანის მიერ დაფინანსებული ჰუსიტების შეიარაღებული დაჯგუფება ნოემბრიდან მოყოლებული თავს ესხმიან სავაჭრო გემებს წითელ ზღვაში. როგორც ჰუსიტები ამბობენ, რომ ესაა მათი პასუხი ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ დაწყებულ ომზე. ისინი ამტკიცებენ იმასაც, რომ მიზანში მხოლოდ ისრაელის, ან ისრაელისკენ მიმავალი გემები ჰყავთ ამოღებული. 2023 წლის მიწურულს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამბოხებული ჰუსიტებისგან წითელი ზღვის დაცვის ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიც აქტიურად არიან ჩართულები. როგორ დაიწყო და განვითარდა წითელი ზღვის კრიზისი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას გლობალურ ეკონომიკაზე?

ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებაა. მართალია უსაფრთხოებს მიზნით, იქ აშშ-ის სამხედრო ხომალდები უკვე განლაგდნენ, მაგრამ კომპანიებს მაინც უწევთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ. Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში საგარეო ვაჭრობამ ჯამში 19,612 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 32,4% საზღვაო ტრანსპორტზე მოდის. როგორია პროგნოზები და უნდა ველოდოთ თუ არა გაძვირებას?

სტუმარი: ვახტანგ ალანია - Sofmar-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები