უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის სტატუსით მიგრანტების სიუხვის შემდეგ დროებით თუ შედარებით გრძელვადიანად ჩასახლებული მეზობლები ბიზნესს ამ სფეროშიც აქტიურად ავითარებენ. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, ადგილობრივი ბროკერების დისკრიმინაცია მოხდეს, რადგან მათი საქმიანობის არეალი ამ ეტაპზეც საგრძნობლად შეზღუდულია.
საქსტატის მონაცემით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი).
სტუმარი: ვაჟა მებაღიშვილი - "უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი;