ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება დაჩქარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მოხსენებით, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ შესაძლოა, გლობალურ სამუშაო ადგილების 40%-ზე იქონიოს გავლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მანქანით ჩანაცვლდება. და რა იქნება მაშინ, თუ ამ მანქანას ხელოვნური ინტელექტიც აქვს? - სამუშაო ადგილები სულ უფრო ხშირად ჩანაცვლდება დაუღალავი და იაფი მუშა ხელით - რობოტებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ანგარიშში ამბობს, რომ ტექნოლოგიის მზარდმა გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს უთანასწორობა. ფონდი მოუწოდებს მთავრობებს გააძლიერონ სოციალური უსაფრთხოების ქსელები და უზრუნველყონ გადამზადების პროგრამები ხელოვნური ინტელექტის ეფექტების შესამცირებლად.
რომელი პროფესიებია რისკის ქვეშ და როგორი ტენდენციებია ქართული დასაქმების ბაზარზე?
სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი;