ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაცხადებული პოზიციის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია გაგრძელდება. ხელისუფლების რიტორიკის მიუხედავად მაღალი ალბათობით გადაიხედება ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციაც, რაც მიღმა ევროპაში მოგზაურობის გართულებისა ნეგატიურად აისახება არაერთ სექტორზე, რომელთა შორის არის ტურიზმი, მომსახურების სფერო, უძრავი ქონება. მოლოდინია, რომ შემცირდება ინვესტიციების წილი, ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც.
არსებობს ალბათობა იმისაც, რომ დასავლეთის მხრიდან არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ჩაითვალოს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა, რომ თუკი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თუ არ ჩატარდება ბელარუსში ნაცადი ზომების გამოყენება მოუწევთ. როგორც გახსოვთ 2020 წელს ევროკავშირმა მინსკს მთელი რიგი სანქციები დაუწესა. რას შეიძლება ველოდეთ ოქტომბრის ბოლოდან?
სტუმარი: დავით მაისურაძე - ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის დირექტორი;