მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოს ეკონომიკაზე?

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, თიბისი კაპიტალმა სამუშაო კვირის დასაწყისში პუბლიკაცია - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ წარადგინა. დოკუმენტი იმ ეკონომიკურ გავლენას შეისწავლის, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს.

მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

თიბისი კაპიტალის კვლევაში დეტალურად არის მიმოხილული, საქართველოს ძალიან ჰგავს. ეს ქვეყანა ბულგარეთია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში - 60% შეადგინა. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, ბულგარეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც, რამაც ხელისუფლებას უფრო იაფი კაპიტალის მოზიდვის საშუალება მისცა.

რას აძლევს პოტენციურად საქართველოს სტატუსი - რა მონაცემებს მოუყარა თავი თიბისი კაპიტალმა კვლევაში?

სტუმარი: ირინა კვახაძე - „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი;

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები