„ოცნების“ არჩეული გზა, უწყვეტი პროტესტის მე-19 დღე და მოვლენების გავლენა ეკონომიკაზე... ქართული ოცნების ხმამაღალი განაცხადი, რომ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს ეკონომიკასა და ბიზნესზე უკვე აისახა - ხაზგასასმელი ფაქტორია ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდება დეკემბერში, მაშინ როცა, ბიზნესი სადღესასწაულოდ გაყიდვების მზარდ დინამიკასა და გაუმჯობესებულ შემოსავალსა თუ მომგებიანობაზე უნდა საუბრობდეს. რა გავლენა იქონია, მიმდინარე მოვლენებმა ბიზნესზე?
სტუმარი: სალომე ქუთათელაძე - Wishlist-ის დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად