მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება სურსათის ფასებზე თბილისის მერიის ახალ რეგულაციას?

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდვა დიდი გაბარიტების მქონე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. თბილისის მერის თქმით, კერძო სექტორის თხოვნები გათვალისწინებულია და შეზღუდვები ბიზნესს არ დააზარალებს. მისივე განცხადებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. წესის დარღვევის შემთხვევაში პირველი ჯარიმა 1000 ლარი, განმეორებითი კი 3000 ლარი იქნება. წესი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

სტუმარი: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები