სადისტრიბუციო ბიზნესი პარკირების გაზრდილ ჯარიმებზე ჩივის. რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ადგილის დეფიციტია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური ვიდეოკამერა. შედეგად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში თვეში პარკირების ჯარიმა 10-დან 15 ათას ლარამდე აღწევს. გაცილებით დიდი რაოდენობის ჯარიმები დაუგროვდათ პურის ქარხნებს, რომლებსაც ობიექტებს დღეში რამდენჯერმე ამარაგებენ. რა გამოწვევების წინაშე დგას სადისტრიბუციო ბიზნესი და რა მოთხოვნები აქვთ კომპანიებს?
სტუმარი: ლაშა რიჟამაძე - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი