მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს სტარტაპს “წაბლი”?

BM.GE
23.02.22 12:06
675
გრილზე შემწვარი წაბლის მწარმოებელი სტარტაპი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს, რომლის საშუალებითაც პროდუქტს მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებენ. როგორც “წაბლის” დამფუძნებელმა გუკა გუდაძემ bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საწყისად გურიაში სამაცივრე მეურნეობის იჯარით აღებას განიხილავენ, საჭირო ფინანსების მოძიების შემდგომ კი საკუთარი მაცივრებიც ექნებათ. მისივე თქმით, გეგმებში პროდუქციის ზამთრის კურორტებზე, მათ შორის ბაკურიანსა და გუდაურში გაყიდვაც შედის. ამასთან “წაბლის” დაფასოებული შეფუთვები ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება. 

სტუმარი: გურამ გუდაძე - "წაბლი", თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები