მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირდა ივლისში სასტუმროში განთავსება? – PMCG სასტუმროების საშუალო ფასებს აქვეყნებს

პარაგრაფი

2024 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 272 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 114 ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ივლისში საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასებსა და ფასების ინდექსს შეეხება.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 589 ლარი შეადგინა. ამასთან, ყველაზე ძვირი სასტუმროები გურიაში იყო.

„გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 954 ლარი შეადგინა, კახეთში - 683 ლარი, თბილისში - 627 ლარი, ხოლო აჭარაში - 583 ლარი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ფასების ინდექსს, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის ივლისში, 2024 წლის ივნისთან შედარებით, 3.6%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.7%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.7%-ით შემცირდა.

2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები 0.7%-ით შემცირდა.

2024 წლის ივლისში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.6%-ით გაიზარდა.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%- ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები