ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ სწავლების გადასახადი 2024-2025 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სკოლის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მან განმარტა, რომ სწავლის გაძვირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აკადემიური პერსონალის ხელფასების ზრდაა და აღნიშნა, რომ სკოლის წლიური ბიუჯეტის 83%-მდე ხარჯი სწორედ ადამიანურ კაპიტალზე მოდის.
„სწავლის ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი პირველ რიგში ადამიანური კაპიტალია, რაშიც ინვესტიცია ორი მიმართულებით იდება. ეს არის მათი პროფესიული გადამზადება და მუდმივი განვითარება და მეორე - მათი ანაზღაურების ზრდა, რაც განპირობებულია საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე და მეორე - კონკურენცია საჯარო სკოლის პედაგოგებთან შედარებით. წელს დასაქმებულთა ხელფასები სწავლის გადასახადის პროპორციულად გაიზარდა. ადამიანური კაპიტალის დაფინანსებას ჩვენი ბიუჯეტის 80-83%“, - განმარტა ჩიკვაშვილმა.
„პროგრესის“ დამფუძნებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლა დიდი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებს და ქუთაისში უფრო დაბალ გადასახადს ინარჩუნებს. სკოლის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში სწავლების ღირებულება კი ასეთია:
„ქუთაისი ძალიან გამორჩეულია და გადასახადი ძალიან დაბალია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივებს და წლიური გადასახადი 3500-4000 ლარია, რაც ძალიან დიდი თავდადებაა, რომ შეძლო ხარისხის შენარჩუნებისა და „პროგრესის“ გეგმების გათვალისწინებით. ეს გეგმა ვრცელდება ერთიან სისტემაზე და აქ ვერაფრით განვასხვავებთ იმით, რომ რადგან ქუთაისში გადახდის უნარიანობა დაბალია, მათ სწავლების ნაწილში, რაიმე დააკლდეთ. ეს არის მმართველობის ერთიანი სისტემა და ხარისხის განვითარების ერთიანი გეგმა. რაც შეეხება ბათუმისა და თბილისის ფილიალებს, აქ სწავლა 7 000-დან 10 000 ლარამდე ღირს“.
„პროგრესში” მოსწავლეებს დახვდებათ AP პროგრამებიც, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს საუნივერსიტეტო დონის განათლება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მიიღონ, დააგროვონ შესაბამისი კრედიტები საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა „პროგრესს” მინიჭებული აქვს Cognia-ს აკრედიტაცია, რომელიც საერთაშორისო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და აღიარებული სისტემაა. სკოლაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულით მტკიცდება, რომ სკოლა უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს როგორც აკადემიურ სფეროში, ისე მენეჯმენტსა და ოპერაციულ მიმართულებებში.
Cognia-ს მიერ მიღებული აკრედიტაცია მუდმივ განვითარებასა ნიშნავს, რომელიც მეტად ეფექტურ სწავლის მეთოდებსა და მიდგომებში აისახება. სკოლა პროგრესმა პროფესიული განათლების ავტორიზებული უფლება IT მიმართულებით მიიღო, კერძოდ: ვებტექნოლოგიები და კომპიუტერული ქსელები და სისტემები. პროფესიული სწავლება ინტეგრირებულ და არაინტეგრირებული პროგრამით განხორციელდება 100% დაფინანსებით.