მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს ელექტროენერგია რეგიონის ქვეყნებში?

ელექტროენერგია

დღეს, 30 მარტს, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად 1 აპრილიდან ელექტროენერგია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის გაძვირდება. ტარიფის ზრდა კილოვატზე 5 თეთრს შეადგენს. შედეგად, საფეხურებრივი სისტემით, ყველაზე დაბალ საფეხურზე (თვეში 0-101 კვტ. სთ) ტარიფი იქნება 20 თეთრი; ზედა საფეხურზე 25 თეთრი, ხოლო ყველაზე მაღალ საფეხურზე კი 28.5 თეთრი.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს მათი ტარიფები ასე ნაწილდება:

რუსეთი - ყველაზე დაბალი ტარიფი ირკუცკის ოლქში 1.8 რუბლი კილოვატ საათზე (5.9 თეთრი); ტარიფი მოსკოვის ოლქში 8.25 რუბლი კილოვატ საათზე (27 თეთრი); ტარიფი სანკტ-პეტერბურგში 7 რუბლი კილოვატ საათზე (23 თეთრი).

სომხეთი - თვეში 200 კილოვატ საათამდე 46 დრამი კილოვატ საათზე (33 თეთრი); 201-400 კილოვატ საათი 48.5 დრამი (35 თეთრი); 400 კილოვატზე მეტი (38 თეთრი). ტარიფი სოცდაუცველებისთვის 30 დრამი (21 თეთრი).

აზერბაიჯანი - თვეში 200 კილოვატ საათამდე 0.08 გაპიკი (qəpik), 13 თეთრი; 201-300 კილოვატ საათი 9 გაპიკი 15 თეთრი; 300 კილოვატ საათზე მეტი - 13 გაპიკი 20 თეთრი.

თურქეთი - 3.15 ლირა, 19 თეთრი.

თბილისში განახლებული დენის ტარიფი:

  • 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 20.041 თეთრამდე გაძვირდება. ზრდა 33%;
  • 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) ასევე 5 თეთრით 24.953 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 26%;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით 28.537 თეთრამდე ძვირდება. ზრდა 21%;

რეგიონებში დენის განახლებული ტარიფები:

  • 0–101 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები (და საერთო მრიცხველის მქონე): ტარიფი იზრდება 14.731-დან 19.731 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც 33.9%-იან მატებას ნიშნავს.
  • 101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 18.707-დან 23.707 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც 26.7%-იანი მატებაა.
  • 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 23.227-დან 28.227 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც შეადგენს 21.5%-იან მატებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები